გადაწყვეტილება N 377 შ.პ.ს. “მობილფონი”-სათვის მობილური რადიოსადგურების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 377 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2001

მიღების თარიღი ივლისი 27, 2001

  შ.პ.ს. „მობილფონი”-სათვის მობილური რადიოსადგურების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „მობილფონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურა N 4016154–ით (25.07.2001) გათვალისწინებული 15 ცალი მობილური რადიოსადგური GM-300;

2.                  უზრუნველყოს შ.პ.ს. „მობილფონმა” შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა სატელიტური ანტენის გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები