გადაწყვეტილება N 378 შ.პ.ს.”ომეგა-2”- სათვის ქ.თბილისში მახათას მთაზე მდებარე შ.პ.ს. ფირმა “ჰორიზონტის“ ანძაზე განთავსებული მაღალსიხშირული მოწყობილობის (რეპიტერის) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 378 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2001

მიღების თარიღი ივლისი 27, 2001

 შ.პ.ს.”ომეგა-2”- სათვის  ქ.თბილისში  მახათას მთაზე მდებარე  შ.პ.ს.   ფირმა „ჰორიზონტის„  ანძაზე განთავსებული მაღალსიხშირული  მოწყობილობის    (რეპიტერის)  გამოყენებაზე   ნებართვის   გაცემის   შესახებ

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 

 გადაწყვიტა:    1. მიეცეს     ნებართვა   შ.პ.ს.  ”ომეგა-2”-ს  გამოიყენოს    მისი     კუთვნილი,                            ქ.თბილისში     მახათას   მთაზე   მდებარე შ.პ.ს.     ფირმა  „ჰორიზონტის”                            ანძაზე     განთავსებული   მაღალსიხშირული     მოწყობილობა   ( ფირმა                             „მოტოროლას”  ტიპის  რეპიტერი ) ;          

  

   2. ეთხოვოს შ.პ.ს. ”ომეგა-2”-ს    წარმოადგინოს   ქ.თბილისში   რეპიტერთან       ერთად მოქმედი მაღალსიხშირული  მოწყობილობების (რაციების) მონაცემები და ობიექტებზე განთავსების ჩამონათვალი მათ გამოყენებაზე შესაბამისი ნებართვის    მისაღებად;                                  

   3. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს

      სამაუწყებლო  სამსახურის  უფროსს   თ.ძაგნიძეს.

 

  კომისიის თავმჯდომარე                                                           ვ.აბაშიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები