გადაწყვეტილება N 380 საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის სამმართველოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 380 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2001

მიღების თარიღი ივლისი 27, 2001

საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის

კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის სამმართველოსათვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების  გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 

გადაწყვიტა:    1. მიეცეს  ნებართვა   საავტომობილო  გზების  სახელმწიფო  დეპარტამენტის

                               კავშირგაბმულობისა  და ინფორმაციის სამმართველოს   მაღალსიხშირული

                          მოწყობილობების        გამოყენებაზე       დანართ 1-ში        წარმოდგენილი

                          გადამცემი  რადიოსადგურების   ანკეტებისა   და  ჩამონათვალის  მიხედვით;

  

 2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა

                            ბაზაში;       

 3. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს

      სამაუწყებლო  სამსახურის  უფროსს   თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                            ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები