გადაწყვეტილება N 382 შ.პ.ს.”მზე“- სათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 382 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2001

მიღების თარიღი ივლისი 27, 2001

 

შ.პ.ს.”მზე„- სათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე   ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.      მიეცეს ნებართვა შ.პ.ს.”მზე”-ს თანდართული შეტყობინებით N 1109489 (23.07.01) შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე   მაღალსიხშირული  მოწყობილობები;      

2.      უზრუნველყოს შ.პ.ს. „მზე”-მ მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე ანგარიშფაქტურის წარმოდგენა  შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესატანად;

 

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

                    კომისიის თავმჯდომარე                                                 ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები