გადაწყვეტილება N 385 სააქციო საზოგადოება “ოტელ თბილისი”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 385 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2001

მიღების თარიღი ივლისი 31, 2001

 

სააქციო საზოგადოება „ოტელ თბილისი”-სათვის

მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.      მიეცეს  ნებართვა სააქციო საზოგადოება „ოტელ თბილისს” შემოიტანოს საქართველოში თანდართული ანგარიშფაქტურა NGO302–ით (31.05.2001) გათვალისწინებული  მაღალსიხშირული მოწყობილობები.

2.      უზრუნველყოს სააქციო საზოგადოება „ოტელ თბილისმა” შემოტანილი  მაღალსიხშირული მოწყობილობების  შესახებ  ინფორმაციის წარმოდგენა მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის  და შესაბამისი   ნებართვების   მისაღებად.

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

          კომისიის   თავმჯდომარე                                                                   ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები