გადაწყვეტილება N 388 შ.პ.ს. “საქრთველოს რკინიგზის ფილიალი სადგური ბათუმი”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 388 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2001

მიღების თარიღი ივლისი 31, 2001

 

 

შ.პ.ს. „საქრთველოს  რკინიგზის ფილიალი სადგური ბათუმი”-სათვის     მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.      მიეცეს  ნებართვა   შ.პ.ს. „საქრთველოს  რკინიგზის   ფილიალს    სადგურ ბათუმს”

შემოიტანოს საქართველოში თანდართული ანგარიშ ფაქტურაN Vat EX-0017/07/01 -ით    გათვალისწინებული  მაღალსიხშირული მოწყობილობები.

2.      უზრუნველყოს შ.პ.ს. „საქრთველოს  რკინიგზის   ფილიალმა   სადგურ ბათუმმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის და გამოყენებაზე ნებართვის  მისაღებად.

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

          კომისიის   თავმჯდომარე                                                                   ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები