გადაწყვეტილება N 39 შპს “საქართველოს მილსადენი კომპანიისათვის” სამუშაო სიხშირეების გამოყოფის შესახებ

ნომერი: 39 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

შპს „საქართველოს მილსადენი კომპანიისათვის” სამუშაო სიხშირეების გამოყოფის  შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2  პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენ კომპანიას” შიდაუწყებრივი   რადიოსარელეო კავშირისათვის გამოიყენოს სამუშაო სიხშირეები RX=10.518 GHz, TX=10.609 GHz ქვემოთჩამოთვლილი სადგურებისათვის:

ახალისამგორი – PS11

თეზი – PS13

დიდი ფლევი – PS15

მანდაეთი – PRS1

ზესტაფონი – PRS2

სუფსის ტერმინალი – Supsa Terminal

2.      აღერიცხოს შპს „საქართველოს მილსადენ კომპანიას” გამოყენებული სამუშაო სიხშირეები შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები