გადაწყვეტილება N 392 შ.პ.ს. “ახტელი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

ნომერი: 392 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2001

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2001

  შ.პ.ს. „ახტელი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „ახტელს” ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურეობის განსახორციელებლად N 168 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის შემდეგი რესურსით: ინდექსები - 27, 28, 70, 75, 76, 77 და 79;

2.                  ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისია განიხილავს საკითხს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები