გადაწყვეტილება N 393 შ.პ.ს. “ახალი ქსელები”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენების შესახებ

ნომერი: 393 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2001

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2001

შ.პ.ს. „ახალი ქსელები”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  გაუქმდეს შ.პ.ს. „ახალი ქსელების” კავშირგაბმულობის სამინისტროს 1998 წლის 9 იანვრის სალიცენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული შემდეგი სატელეფონო ინდექსების – 70, 75, 76, 77, 79, 27, 28, 42, 43, 44, 44, 46, 47, 48, 49, და 56 გამოყენების უფლება;

2.                  კავშირგაბმულობის სამინისტროს 1998 წლის 9 იანვრის სალიცენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სატელეფონო ინდექსების 21, 24, 32, 45, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69 გამოყენების უფლება განესაზღვროს N 168 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

3.                  ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისია განიხილავს საკითხს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

                        კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები