გადაწყვეტილება N 394 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოსათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 394 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2001

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2001

 

 

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოსათვის     საქართველოში მაღალსიხშირული  მოწყობილობების    შემოტანაზე  ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა საქართველოს  შინაგან საქმეთა  სამინისტროს  საგზაო  პოლიციის  მთავარ  სამმართველოს  შემოიტანოს   საქართველოში     თანდართული

     ანგარიშფაქტურა  N 240701-ით  (24.07.01.) გათვალისწინებული  მაღალსიხშირული

     მოწყობილობები.

2. უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის    მთავარმა სამმართველომ     მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის და გამოყენებაზე ნებართვის  მისაღებად.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

 

                კომისიის    თავმჯდომარე                                                     ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები