გადაწყვეტილება N 396 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომლებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ნომერი: 396 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2001

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2001

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომლებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების  მინიჭების შესახებ

            საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის საფუძველზე კომისიამ

            გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 141-ე და 142-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმის შედგენის უფლებამოსილება კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს და იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გ.გოგელიას.

2. მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმის შედგენის უფლებამოსილება კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს, ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტს გ.გიორგაძეს, ტექნიკური სამსახურის სპეციალისტს დ.ქუთათელაძეს და იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გ.გოგელიას.

4. მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1442-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმის შედგენის უფლებამოსილება კომისიის აპარატის ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტს გ.გიორგაძეს და იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გ.გოგელიას.

5. მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1443-ე, 1444-ე და 1445-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმის შედგენის უფლებამოსილება კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს და იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გ.გოგელიას.

6. მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1446-ე და 1447-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმის შედგენის უფლებამოსილება კომისიის აპარატის ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტს გ.გიორგაძეს, ტექნიკური სამსახურის სპეციალისტს დ.ქუთათელაძეს და იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გ.გოგელიას.

7. მიენიჭოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1448-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმის შედგენის უფლებამოსილება კომისიის აპარატის იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გ.გოგელიას.

8. მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმის შედგენის უფლებამოსილება კომისიის აპარატის ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტს გ.გიორგაძეს და იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გ.გოგელიას.

9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სავალდებულოა წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ყველა პირის ხელმოწერა.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკური, ეკონომიკური, სამაუწყებლო და იურიდიული სამსახურების უფროსებს.

კომისიის თავმჯდომარე:                    ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები