საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის მე-3 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 398 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2001

  საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  განიხილა რა კომისიის აპარატის შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი 2001 წლის მე-3 კვარტლის კომისიის სამუშაო გეგმის პროექტი,

გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა :

1. დამტკიცდეს  საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2001 წლის მე-3 კვარტლის  წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

 2. დაევალოთ კომისიის აპარატის სამსახურებს უზრუნველყონ სამუშაო გეგმით გათვალისწინებული დოკუმენტების პროექტების საბოლოო ვარიანტების კომისიის სხდომებზე  დამტკიცებულ ვადებში წარმოდგენა;

 3. მოხსენდეს პერიოდულად (ორშაბათის თათბირებზე) კომისიის ხელმძღვანელობას აპარატის  შესაბამისი სამსახურების მიერ  კვირის განმავლობაში ამ კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს საქმეთა მმართველს ი.ხარებავას.

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები