გადაწყვეტილება N 4 შ.პ.ს.”თანამგზავრი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 4 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”თანამგზავრი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  391-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თანამგზავრი”-ს (რეგისტრირებული ქ. თელავის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 26 მარტის N34/4-84  დადგენილებით):

ლიცენზია N 1194 გაცემული 29.09.99 წ - მოქმედების ვადა 17.09.2002წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა – საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი  - ტელერადიომაუწყებლობა მე-4 სატელევიზიო არხზე(ქ.თელავი).

2.ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში სატელევიზიო მაუწყებლობა განესაზღვროს 20 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის მე-2 პუქტის საფუძველზე.

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები