გადაწყვეტილება N 40 წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციისათვის რადიო მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 40 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო  ფედერაციის საქართველოს დელეგაციისათვის რადიო მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო  ფედერაციის საქართველოს დელეგაციას რადიო მოწყობილობის შემოტანაზე, რომელიც მოთავსებულია ყუთში # 10118 და რომლის შემადგენლობაც აღწერილია თანდართულ დოკუმენტში.

ზემოთ აღნიშნული რადიო მოწყობილობები გამოყენებულ იქნება წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო  ფედერაციის საქართველოს დელეგაციისთვის გამოყენებულ სიხშირეებზე 156,375 მგჰც (მიმღები სიხშირე) და 161,375 მგჰც(გადამცემი სიხშირე); მიმღები სიხშირე (156,375 მგჰც) აგრეთვე გამოიყენება როგორც პირდაპირი არხი.

2.      აღირიცხოს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო  ფედერაციის საქართველოს დელეგაციის შემოტანისათვის განკუთვნილი რადიო მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა.

 

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თემურ ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები