საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2002 წლის ბიუჯეტის გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 400 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2001

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), განიხილა რა კომისიის 2002 წლის ბიუჯეტის გეგმის პროექტი, მცირეოდენი კორექტირების შემდგომ მიზანშეწონილად მიიჩნია კომისიის დებულებიის თანახმად, წლიური ბიუჯეტის ამ გეგმის მიზნობრივი გამოყენება.

      კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ წლიური ბიუჯეტის გეგმამ ხარჯვით ნაწილში შესაძლებელია განიცადოს მცირეოდენი ცვლილება დაგეგმილ შემოსავლებთან თანაფარდობით, ამასთან კომისიის დებულებიდან გამომდინარე, ფორმირებული სარეზერვო ფონდებიდან, აუცილებლობის შემთხვევაში, მოხდეს ხარჯვითი ნაწილის დაფინანსება.

      ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1)      კომისიის ეკონომიკური სამსახურის (ი.აბულაძე, გ.ბუთბაია) მიერ წარმოდგენილი წლიური ბიუჯეტი, მიღებული იქნას ცნობად;

2)      დამტკიცდეს კომისიის 2002 წლის წლიური ბიუჯეტის გეგმა კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით:

      ა) შემოსავლები---------------------------1 800 000.00  ლარი;

      ბ) ხარჯები--------------------------------1 755 000.00  ლარი;

      გ) ფინანსური რეზერვის ფონდი-----   22 500.00  ლარი;

      დ) პრემირების ფონდი-----------------   22 500.00  ლარი.    ( იხ.დანართი )

3)      ეკონომიკურმა სამსახურმა (გ.ბუთბაია) უზრუნველყოს კომისიის შესაბამისი დებულების საფუძველზე ფორმირებული სპეციალური ფონდების მიზნობრივი გამოყენება;

4)      დაევალოთ  ადმინისტრაციული  სამსახურის  (ი.ლორია)  უფროსს და  მთ.ბუღალტერს (ი.აბულაძე)  კომისიის  წლიური  ბიუჯეტის  შემოსავლებისა  და  ხარჯვითი ნაწილის სისტემატური კონტროლი;

5)      ეკონომიკურმა სამსახურმა (გ.ბუთბაია)  გააძლიეროს  მუშაობა ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების შესაბამის  სამსახურებთან რეგულირების  საფასურის გაანგარიშებების დროულად წარმოდგენისა და კომისიის  ანგარიშზე თანხების სრულად ჩარიცხვისათვის;

6)      დაევალოთ ეკონომიკურ (გ.ბუთბაია)  და იურიდიულ  (გ.კვერენჩხილაძე)  სამსახურებს ლიცენზიის  მფლობელთა  მიერ  რეგულირების  საფასურის  გადაუხდელობის  ან/და კომისიაში  შესაბამისი   ინფორმაციის   წარმოუდგენლობის  შემთხვევაში  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაატარონ სათანადო ღონისძიებები;

7)      კომისიის  სამსახურებმა  ხელი  შეუწყონ  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  დადგენილება  N1-ით  დამტკიცებული  “რეგულირების  ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ”  ნორმატიული აქტის შესრულებას;

8)      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დაევალოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს გ. ბუთბაიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები