გადაწყვეტილება N 411 შპს “ჯეოინჟინირინგი”- სათვის (154.200 მგჰც) სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 411 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2001

შპს „ჯეოინჟინირინგი”- სათვის  (154.200 მგჰც)

 სიხშირის  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.          მიენიჭოს  შპს  „ჯეოინჟინირინგს”  154.200 მგჰც  სიხშირე  მეორად    

საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე სამსახურებრივი  რადიოკავშირისათვის.

2.          უზრუნველყოს   შპს  „ჯეოინჟინირინგ”-მა  კომისიაში   სათანადო  

ინფორმაციის  წარმოდგენა  მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად.

3.          კიონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს

სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს. 

              კომისიის წევრი                                                       კ. პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები