გადაწყვეტილება N 412 “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის გაცემის პროცედურის დამტკიცების თაობაზე”

ნომერი: 412 / 11

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2001

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის გაცემის პროცედურის დამტკიცების თაობაზე”

წინამდებარე გადაწყვეტილება შემუშავებულია „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 361 და 362 მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემისას კომისიის მიერ კომერციული კონკურსის ჩატარების პროცედურულ საკითხებს, რომლის შესაბამისად კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კონკურსის ორგანიზება

1.1. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გასაცემად კომერციული კონკურსის (შემდგომში „კონკურსი”) გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

1.2. კონკურსის გამოცხადების საფუძველი შეიძლება იყოს თავისუფალი რესურსის არსებობა ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი განაცხადის შეტანა კომისიაში.

1.3. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა ითვალისწინებდეს:

ა) გასაცემი ლიცენზიის ზუსტ დასახელებას;

ბ) საკონკურსო პირობებს;

გ) სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობასა და გადახდის წესს;

დ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას.

1.4. კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა ორი თვით ადრე უზრუნველყოფს:

ა) ინფორმაციის გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტის ქსელით.

       

2. კონკურსში მონაწილეობის პირობა

2.1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ინდივიდუალური მეწარმისთვის - სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელ ადგილი;

ბ) იურიდიული პირისათვის - სა­ფირ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივი ფორ­მა, ად­გილ­სამ­ყო­ფელი (იუ­რი­დი­ული მი­სა­მართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაზე უფ­ლე­ბამო­სი­ლი პი­რის სა­ხელ­ი და გვარი;

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სა­ლი­ცენ­ზიო მო­საკ­რე­ბელის გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი.

2.2. კონკურსში მონაწილეობის მიღება ეკრძალება პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსის სახეობის საერთო მოცულობის 50%-ისა და მეტის მფლობელი გახდება.

2.3. ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 361-ი მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა კომისიისათვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად. კომისია არ მიიღებს განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, თუ მის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია, რაც ლიცენზიის მაძიებელს განემარტება განცხადების წარდგენისთანავე. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება კომისიისათვის.

2.4. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება კონკურსის პირობებით განსაზღვრულ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადი არ მიიღება. განაცხადის მიღების თარიღი განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღით.

2.5. კონკურსში მონაწილეს უფლება აქვს განაცხადების მიღების პერიოდში უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში კომისია ახდენს განაცხადის გამოთხოვის რეგისტრაციას.

2.6. განმცხადებელის განაცხადი არ მიიღება, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

3. კონკურსის ჩატარების წესი

3.1. „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოცხადებულ დღესა და საათზე იკრიბება ლიცენზიის ყველა მაძიებელი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

3.2. კონკურსის მონაწილეს, ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას.

3.3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს კომისიის მიერ დანიშნული სხდომის მდივანი.

3.4. კომისიის სხდომაზე დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა.

3.5. კომისიის თავმჯდომარის მიერ ხდება საკონკურსო სხდომის გახსნა, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დაფიქსირება და მინიმალური საკონკურსო ბიჯის გამოცხადება. საკონკურსო ბიჯი უცვლელია.

3.6. კონკურსის მონაწილის მიერ კონკურსის დაწყებისას დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და საკონკურსო ბიჯის ჯამისა.

3.7. ყოველი მომდევნო მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირება ხდება წინა მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების შემდგომ საკონკურსო ბიჯის დამატებით. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე მეტი თანხა.

3.8. კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კონკურსის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.

3.9. ყოველი მონაწილის მიერ დაფიქსირებული თანხა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც კონკურსის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, სხდომის მდივანი და კონკურსის მონაწილეები. სხდომის ოქმი მოწმდება კომისიის ბეჭდით.

3.10. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.

3.11. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.

3.12. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.

3.13. „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 38 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში და ძალაში შედის სალიცენზიო გადასახდელის გადახდის შემდეგ.

კომისიის თავმჯდომარე:                             ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები