გადაწყვეტილება N 416 შ.პ.ს. “საქართველოს რკინიგზა”-სათვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 416 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2001

შ.პ.ს. „საქართველოს რკინიგზა”-სათვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „საქართველოს რკინიგზა”-ს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;

2.      გამოეყოს თავისუფალი სასადგურო ინდექსი 56 (ორმოცდათექვსმეტი) საერთო  სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის;

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
  • 4.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას და იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                                                                  ვ. აბაშიძე

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები