შპს “მოქალაქეთა და ქონების დაცვის სამსახური”- სათვის (422,275 მგჰც და 447,325 მგჰც) სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 422 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2001

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს “მოქალაქეთა და ქონების დაცვის სამსახურს” 422,275 მგჰც და 447,325 მგჰც  სიხშირეები ქ. თბილისში  სამსახურებრივი  რადიოკავშირისათვის და გაუქმდეს  443,150 მგჰც და 448,150 მგჰც სიხშირეების მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;

 

2.     უზრუნველყოს შპს “მოქალაქეთა და ქონების დაცვის სამსახურმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

 

3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს. 

    კომისიის თავმჯდომარე                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები