გადაწყვეტილება N 423 კავშირი “კაბელი”-სათვის საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 423 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2001

კავშირი „კაბელი”-სათვის საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია კავშირ „კაბელს” საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელემაუწყებლობა (დაბა ბაკურიანი).

 

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.
  • 3.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ.კვერენჩხილაძეს და ტექნიკური სამსახურის უფროსს მ.გოთოშიას.
  • გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები