8-64 ( რვა-ექვსი-ოთხი ) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონოკავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულკონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 425 / 10

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2001

“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის პირველი და მეთხუთმეტე პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. 8-64 (რვა-ექვსი-ოთხი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურეობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, რომელიც თანახმაა ნაცვლად გამოცხადებული  საწყისი სალიცენზიო გადასახდელისა - 9300 ლარისა, გადაიხადოს - 73 000 (სამოცდაცამეტი ათასი) ლარი;

2. შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ კანონმდებლობის შესაბამისად სალიცენზიო გადასახდელის - 73 000 (სამოცდაცამეტი ათასი) ლარის სრული გადახდისას:

            ა) 80% ანუ 58 400 (ორმოცდათვრამეტი ათას ოთხასი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე:

-   ბანკი: საქართველოს ეროვნული ბანკი;

- ა/ანგარიში: სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეცანგარიში N 000141107;

-  სახაზინო ქვეანგარიში: N 8001;

-  კოდი: N 220101107.

  ბ) 20% ანუ 14 600 ( თოთხმეტი ათას ექვსასი) ლარი მიიმართოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის - 930 (ცხრაას ოცდაათი) ლარის გამოკლებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე:

-         ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი “თი-ბი-სი ბანკი”;

-         ა/ანგარიში: N 609326;

-         კოდი: N 220101830;

-          საიდენტიფიკაციო კოდი N204953050.

3. დაევალოს მთ. ბუღალტერს (ი. აბულაძე) კონკურსის დანარჩენ მონაწილეებთან  ანგარიშსწორება აწარმოოს მოქმედი წესის შესაბამისად;

4. დაევალოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინატორს (გ.რატიშვილი) კომერციული კონკურსის შედეგების  საინფორმაციო უზრუნველყოფა;

5. საქმეთა მმართველობამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კომერციული კონკურსის ყველა მონაწილისათვის წინამდებარე ოქმის ასლის  დაგზავნა;

6. დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) 14 სექტემბერს კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს გადაწყეტილების პროექტი შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”-სათვის 8-64 (რვა-ექვსი-ოთხი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) და ეკონომიკურ (გ. ბუთბაია) სამსახურებს.კომისიის თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები