გადაწყვეტილება N 427 შ.პ.ს. “მაგთიკომი”-ისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 427 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2001

შ.პ.ს. „მაგთიკომი”-ისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „მაგთიკომს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 94002238 (24.11.2000) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.                  უზრუნველყოს შ.პ.ს. „მაგთიკომმა”  მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის;

 

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები