გადაწყვეტილება N 429 საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 429 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2001

  საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N GSD/047/01  (15.08.2001) გათვალისწინებული შემდეგი მაღალსიხშირული მოწყობილობები:

Repeater VXR-7000 U                     -           2 ც.

2.      უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა  შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                             ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები