გადაწყვეტილება N 43 შ.პ.ს.”ინფორმკავშირი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001
მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინფორმკავშირი”-ს (რეგისტრირებული ქ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1996 წლის30 აგვისტოს N32/4-94 დადგენილებით):
ა).ლიცენზია N 57 გაცემული 30.05.95 წ - მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება
ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა
ლიცენზიის საგანი: რადიო არხი 102,000 მგჰც, სიმძლავრე 15 ვტ. (ქ.ზესტაფონი და მიმდებარე სოფლები)
ბ).ლიცენზია N 323 გაცემული 26.08.97 წ - მოქმედების ვადა 01.08.2000 წ.
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება
ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობის ორგანიზება სატელევიზიო მე-9 არხზე 30 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.