აქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6კავშირგაბმულობის მთავარ სამმართველოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 430 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2001

 

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა: 

1. მიეცეს ნებართვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური   შტაბის J-6  კავშირგაბმულობის  მთავარ  სამმართველოს   შემოიტანოს  საქართველოში  მაღალსიხშირული  მოწყობილობები (სამხედრო დანიშნულების რადიოსადგურები) ბულგარეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების N538 05.07.2001 თანახმად  შედგენილი  ურთიერთგადაცემის ოქმისა 11.07.2001 და ჩამონათვალის მიხედვით:

ა) საავტომობილო მოკლეტალღოვანი საშუალო სიმძლავრის   რადიოსადგური               P118 БМ-3                               -  10 ც; ბ) საავტომობილო  მოკლეტალღოვანი მცირე სიმძლავრის   რადიოსადგური                У 104B                                   -  10 ც;

 გ) ტროპოსფერული რადიოსარელეო სადგური P-410 5,5 – 2 ც.

 

2. უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6  კავშირგაბმულობის  მთავარმა  სამმართველომ მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის; 

 

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს     სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს           

 

          

 

        კომისიის თავმჯდომარე                     ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები