შპს “პიროვნების და საკუთრების დაცვის გარანტი”- სათვის (160,550 მგჰც და 166,200 მგჰც) სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 435 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2001

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

 

1.     მიენიჭოს შპს “პიროვნების და საკუთრების დაცვის გარანტს” 160,550 მგჰც და 166,200 მგჰც  სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით,         ქ. თბილისში  სამსახურებრივი  რადიოკავშირისათვის და გაუქმდეს  160,525 მგჰც და 166,175 მგჰც სიხშირეების მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;

2.     უზრუნველყოს შპს “პიროვნების და საკუთრების დაცვის გარანტ”-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს. 

კომისიის თავმჯდომარე                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები