გადაწყვეტილება N 442 ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 442 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 21, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2001

  ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის მაღალსიხშირული  მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ფოთის საზღვაო ნავსადგურს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურით   N 1734  (30.07.2001) გათვალისწინებული შემდეგი მაღალსიხშირული მოწყობილობა:

     ICOM  M710  (მიმღებ-გადამცემი)  და

     AT-130   ტიპის   ანტენა                          -           1 კომპლექტი.

2.      უზრუნველყოს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა  შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

 კომისიის თავმჯდომარე                                                     ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები