გადაწყვეტილება N 444 შპს “ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი”-სათვის საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 444 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2001

შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი”-სათვის საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ლიცენზია შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს” საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელემაუწყებლობა (ქ.ფოთი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) და ტექნიკურ (მ.გოთოშიას) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                               ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები