გადაწყვეტილება N 445 კომპანია “ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”-ის საქართველოს წარმომადგენლობისათვის საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 445 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2001

კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”-ის საქართველოს წარმომადგენლობისათვის საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის გ.ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”-ის საქართველოს წარმომადგენლობას ლიცენზია საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;

2.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ    (მ. გოთოშია) და იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები