გადაწყვეტილება N 449 ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ჰალო ტრასტი”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 449 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2001

  ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი”- სათვის მაღალსიხშირული   მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს  ნებართვა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ჰალო ტრასტ”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურით   N 10377  (12.09.01)  გათვალისწინებული  მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტ”-მა შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის  თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები