გადაწყვეტილება N 45 ს.პ.ს.”კვეტენაძე და კომპანია”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 45 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

ს.პ.ს.”კვეტენაძე და კომპანია”-ს  კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების  შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე  მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კვეტენაძე და კომპანია”-ს (რეგისტრირებული ქ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 11 მაისი  N32/2-123  დადგენილებით):

ლიცენზია N 597 გაცემული 31.07.98 წ - მოქმედების ვადა 29.05.2000 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: 44-ე სატელევიზიო არხი 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ზესტაფონი)

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები