გადაწყვეტილება N 453 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

ნომერი: 453 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2001

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2001

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2001 წლის მე-4 კვარტლის  სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  განიხილა რა კომისიის აპარატის შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი 2001 წლის მე-4 კვარტლის კომისიის სამუშაო გეგმის პროექტი

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს  საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2001 წლის მე-4 კვარტლის  წარმოდგენილი სამუშაო გეგმა (თან ერთვის), კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით.

     2. დაევალოთ კომისიის აპარატის სამსახურებს უზრუნველყონ წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების პროექტების საბოლოო ვარიანტების კომისიის სხდომებზე  დამტკიცებულ ვადებში წარმოდგენა.

     3. პერიოდულად მოხსენდეს კომისიის ხელმძღვანელობას (ორშაბათის თათბირებზე)  აპარატის  შესაბამისი სამსახურების მიერ  კვირის განმავლობაში ამ კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს საქმეთა მმართველს ი.ხარებავას.

კომისიის თავმჯდომარე:                                                ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები