გადაწყვეტილება N 459 შპს . “ რუსთავი 2 ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 459 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2001

მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2001

პროექტი შ.პ.ს. „რუსთავი 2”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „რუსთავი 2”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 139 (05.10.2001) გათვალისწინებული Nera World Communicator (M-4-ISDN) ვიდეოტელეფონი;

2.                  უზრუნველყოს შ.პ.ს. „რუსთავი 2”-მა  Nera World Communicator (M-4-ISDN) ვიდეოტელეფონის შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მისი აღრიცხვისათვის;

 

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები