გადაწყვეტილება N 46 ს.პ.ს.”კვეტენაძე და კომპანია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 46 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

ს.პ.ს.”კვეტენაძე და კომპანია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების  შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კვეტენაძე და კომპანია” (რეგისტრირებული ქ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 11 მაისი  N32/2-123  დადგენილებით):

         ლიცენზია N 597 გაცემული 31.07.98 წ - მოქმედების ვადა 29.05.2000 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: 44-ე სატელევიზიო არხი 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ზესტაფონი)

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                        ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები