გადაწყვეტილება N 460 ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ ჰალო ტრასტი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 460 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2001

მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2001

  ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ჰალო ტრასტს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 10483 (10.09.2001) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.                  უზრუნველყოს ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტი” მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის;

 

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები