გადაწყვეტილება N 47 კავშირი”ქრონიკონი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 47 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

კავშირი”ქრონიკონი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის შესაბამისად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს კავშირი„ქრონიკონი”-ს (რეგისტრირებული ქ.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 მარტის  N14/9-51  დადგენილებით):

      ლიცენზია N 387 გაცემული 01.98 წ, მოქმედების ვადა 09.01.2000 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

      ლიცენზიის საგანი: რადიო სიხშირე 105,9 მგჰც, სიმძლავრე 50 ვატი (ქ.ზუგდიდი

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

                   კომისიის  თავმჯდომარე:                                         ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები