გადაწყვეტილება N 470 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2001
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) 8-65 (რვა-ექვსი-ხუთი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად;
2. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2001 წლის 1 ნოემბრის 10:00 საათიდან 2002 წლის 14 იანვრის 17:00 საათამდე;
3. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
4. კონკურსის პირობები არ ითვალისწინებს ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას;
5. კონკურსის პირობაა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;
6. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება მოხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს;
7. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს ცამეტი ათას ხუთას ოთხმოცი (13580) ლარით;
8. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10 %-ის გადახდა მოხდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;
9. კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის სრული ოდენობის გადახდა მოხდეს კონკურსში გამარჯვებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში;
10. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2002 წლის 15 იანვარი (16:00 საათი);
11. კონკურსის ჩატარების დროს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;
12. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს გ. რატიშვილს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ. გოთოშია) და იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე