“კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრის წესის თაობაზე” დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ეკონომიკური სამსახურის უფროსის გ. ბუთბაიას ინფორმაცია “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ”, მიღებულ იქნეს ცნობად;
2. დაევალოს ეკონომიკურ სამსახურს (გ. ბუთბაია) სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით წარმოდგენილ პროექტს “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასხდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ” გაუკეთოს საბოლოო რედაქტირება;
3. ეკონომიკურმა სამსახურმა (გ. ბუთბაია) უზრუნველყოს ტელერადიომაუწყებლობასთან დაკავშირებით “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდგომ, წარმოდგენილი დადგენილების პროექტის სრულყოფილი ვარიანტის (სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის ჩამატება) შემუშავება და კომისიის სხდომაზე განსახილველად მისი დროული წარმოდგენა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (გ. კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე