წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 472 შპს “პეის ჯორჯია”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 472 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2001

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2001

  შპს „პეის ჯორჯია”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების               საქართველოში  შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ                                                            

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „პეის ჯორჯიას”  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურით  N 1578 (15.10.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      შპს „პეის ჯორჯიამ” შემოტანისთანავე უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის  თავმჯდომარე                                                                       ვ. აბაშიძე
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები