გადაწყვეტილება N 473 შპს “Ansaldo Energia”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 30, 2001
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „Ansaldo Energia”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 1844 (19.10.01.) გათვალისწინებული შემდეგი მაღალსიხშირული მოწყობილობა:
Personal Web-Sat, Satellite Transmitter/Receiver system 1 ცალი;
2. საქართველოს შპს „Ansaldo Energia”-მ შემოტანისთანავე უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე