გადაწყვეტილება N 474 საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 30, 2001
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 1567 (15.10.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შემოტანისთანავე უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე