გადაწყვეტილება N 475 შპს ”მზე“- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 30, 2001
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. ”მზე”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 1115174 (25.09.01) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. შ.პ.ს. „მზე”-მ მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესატანათ;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ. ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე