გადაწყვეტილება N 479 ს/ს “მადნეული”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ს/ს „მადნეულს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 1824 (09.10.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. ს/ს „მადნეულმა” შემოტანისთანავე უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ. ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე