გადაწყვეტილება N 48 კავშირი”ქრონიკონი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 48 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

კავშირი”ქრონიკონი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად კომისიამ

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში კავშირი„ქრონიკონი”-ს (რეგისტრირებული ქ.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 მარტის  N14/9-51  დადგენილებით):

      ლიცენზია N 387 გაცემული 01.98 წ, მოქმედების ვადა 09.01.2000 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

      ლიცენზიის საგანი: რადიო სიხშირე 105,9 მგჰც, სიმძლავრე 50 ვატი (ქ.ზუგდიდი

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

                  კომისიის  თავმჯდომარე:                                        ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები