გადაწყვეტილება N 486 შპს “ თბილსერვისი ”- სათვის სამუშაო სიხშირის ( 151 , 950 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2001
შპს „თბილსერვისი”- სათვის სამუშაო სიხშირის
(151,950 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „თბილსერვისს” 151,950 მგჰც სამუშაო სიხშირე, ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „თბილსერვის”-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „თბილსერვის”-ზე სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
