წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 487 საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის სამუშაო სიხშირეების ( 153 , 300 და 158 , 300 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 487 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2001

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2001

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის  სამუშაო სიხშირეების 

(153,300 და 158,300 მგჰც) მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს 153,300 მგჰც და 158,300 მგჰც სამუშაო სიხშირეები,               ქ. ფოთში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;

2.      საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტზე სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

                        კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები