წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 488 შპს “მწვანე კუნძული - მე-9 არხი“- სათვის სამუშაო სიხშირეების (306,0 მგჰც და 2290 მგჰც) მინიჭების შესახებ

ნომერი: 488 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2001

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2001

 

შპს „მწვანე კუნძული - მე-9 არხი„- სათვის სამუშაო სიხშირეების          (306,0 მგჰც და 2290 მგჰც) მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და  მე-2 პუნქტის,  48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „მწვანე კუნძული – მე-9 არხს” მოძრავი სატელევიზიო სადგურის სარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის  306,00 მგჰც   და   2290 მგჰც  სამუშაო სიხშირეები.    

2.      შპს „მწვანე კუნძული – მე-9 არხმა” უზრუნველყოს კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიოსარელეო  სადგურის   ექსპლუატაციაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „მწვანე კუნძული – მე-9 არხზე” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

 

             კომისიის თავმჯდომარე                                                                  ვ. აბაშიძე

                  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები