წვდომის მენიუ

შპს “ავტოცენტრი”- სათვის სამუშაო სიხშირის(147,775 მგჰც) მინიჭების შესახებ

ნომერი: 489 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2001

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 

 გადაწყვიტა:

1.       მიენიჭოს შპს “ავტოცენტრს” 147,775  მგჰც  სამუშაო სიხშირე, ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;

2.     შპს “ავტოცენტრმა” უზრუნველყოს კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.     სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს “ავტოცენტრზე” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                               ვ. აბაშიძე    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები