გადაწყვეტილება N 5 შ.პ.ს.”თანამგზავრი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 5 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”თანამგზავრი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თანამგზავრი” (რეგისტრირებული ქ. თელავის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 26 მარტის N34/4-84  დადგენილებით):

ლიცენზია N 1194 გაცემული 29.09.99 წ - მოქმედების ვადა 17.09.2002წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა – საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი  - ტელერადიომაუწყებლობა მე-4 სატელევიზიო არხზე(ქ.თელავი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები