გადაწყვეტილება N 50 შ.პ.ს.”ნოსტალგია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 50 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

შ.პ.ს.”ნოსტალგია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების  შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად კომისიამ

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნოსტალგია”-ს (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის რაიონული სასამართლოს 1998 წლის12 ოქტომბრის N12/4-848  დადგენილებით):

        ა). ლიცენზია N  785 გაცემული 09.12.98წ - მოქმედების ვადა 13.11.1999 წელი.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშრისო კავშირებით, ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: სადენიანი ლოკალური რადიო მაუწყებლობა ქ.ქუთაისში გამარჯვებისა და მუხნარის ტერიტორიებზე

         ბ).ლიცენზია N  786 გაცემული 09.12.98წ - მოქმედების ვადა 13.11.1999 წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: 105 მგჰც სამუშაო სიხშირე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.ქუთაისი და მიმდებარე სოფლები).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

                            კომისიის  თავმჯდომარე:                                         ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები